კონტაქტი საიტის რუქა
ENG
  თბილისის კულტურული
ღონისძიებების ცენტრი
მთავარი ჩვენს შესახებ პროექტები სიახლე მედია კონტაქტი
სიახლე

გამოფენა „იაკობ ნიკოლაძე 140“

29.11.2016

გამოფენა „იაკობ ნიკოლაძე 140“

2016 წლის 29 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ იაკობ ნიკოლაძის 140 წლის იუბილისადმი მიძღვნილ გამოფენაზე და წიგნ–ალბომის პრეზენტაციაზე, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გამოიცა.

იაკობ ნიკოლაძე თანამედროვე ქართული ქანდაკების ფუძემდებელია. ის სამხატვრო ასპარეზზე XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა, როდესაც საქართველო ევროპული კულტურის წიაღში დაბრუნებას იწყებდა და ქვეყანაში მრგვალი ქანდაკების წარმოშობის იდეა გაჩნდა.

ვინაიდან საქართველოში მრგვალი ქანდაკების სკოლა არ არსებობდა, იაკობ ნიკოლაძემ საწყისი სამხატვრო განათლება მოსკოვსა და ოდესაში მიიღო, ხოლო შემდეგ ევროპული ქანდაკების შესასწავლად იტალიასა და საფრანგეთში გაემგზავრა.  1906-1908 წლებში მან თანამედროვეობის უდიდესი მოქანდაკის ოგიუსტ როდენის სახელოსნოში 15 თვის განმავლობაში იმუშავა. მიღებული გამოცდილება საქართველოში ჩამოიტანა და საფუძველი დაუდო ქანდაკების სკოლასა და ქანდაკების ხელოვნებას საკუთარ ქვეყანაში.

თბილისში სამხატვრო აკადემიის დაარსების შემდეგ იგი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ქანდაკების ფაკულტეტს, სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა სტუდენტებთან და ხშირად უმეორებდა სიტყვებს, რომელიც თავად როდენისგან მოისმინა: იმუშავეთ ისე, თითქოს მღერით, მაგრამ უფრო ხმამაღლა!

იაკობ ნიკოლაძე XX საუკუნის პირველი მეოთხედის განმავლობაში ერთადერთი მოქანდაკე იყო საქართველოში. გარდაცვალების შემდეგ მან დატოვა ქანდაკების სკოლა, მოქანდაკეების აღზრდილი თაობები და შემოქმედება, რომელიც დღემდე ქართული პლასტიკის უდიდეს სიამაყედ რჩება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები, ფოტო, დოკუმენტური და მემორიალური მასალა საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის, იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის, საქართველოს ეროვნული არქივისა და კერძო კოლექციებიდან.

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, გამოიცა წიგნ–ალბომი „იაკობ ნიკოლაძე 140“.

გამოფენის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექციების ციკლი იაკობ ნიკოლაძისა და ქართული ქანდაკების შესახებ.

გამოფენა 2017 წლის 28 თებერვლამდე გაგრძელდება.

მისამართი: დიმიტრიშევარდნაძისსახელობისეროვნულიგალერეა. რუსთაველისგამზ. 11.

წინა შემდეგი


“ძუნწი და უჩინმაჩინის ქუდი”
18.12.2016  


ქართული ხელნაკეთი პროდუქციის საახალწლო გამოფენა-გაყიდვა
16.12.2016  


ანსამბლ „შავნაბადას“ მე-9 დისკის პრეზენტაცია
16.12.2016  


თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი
28.11.2016  


„ქართული დამწერლობა და ტიპოგრაფიკა, ისტორია, თანამედროვეობა" წიგნის პრეზენტაცია
28.09.2016  


საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ”შემოდგომის თბილისი” 17 სექტემბერს იწყება
17.09.2016  


სამეცნიერო-ლიტერატურული გამოცემა - „ქართული ალმანახის“ I ნომერი
11.09.2016  


4 სექტემბერს თბილისში ლიანა ისაკაძის საიუბილეო გალა კონცერტი გაიმართება
04.09.2016  


გამოიცა ვიტალი ქენქაძის წიგნი „ქსნის ერისთავები“
31.07.2016  


დავით ალექსიძის ნამუშევრების კატალოგი
31.07.2016  


"ვეფხისტყაოსნის" მოკლე შინაარსის პოეტური თარგმანი რუსულ ენაზე
09.06.2016  


„ქართული საბავშვო პოეზიის ანთოლოგია - შიო მღვიმელი 150“
01.06.2016  


"მეფე ლირი"
28.05.2016  


გალა გალერეის კატალოგი G Gala Gallery გამოიცა
24.05.2016  


„დრო და დრამები“
13.05.2016  


„ვეფხისტყაოსნის“ გამოცემათა ილუსტრირებული ბიბლიოგრაფია
28.04.2016  


სანკტ-პეტერბურგის ეიფმანის საბალეტო დასის შედევრი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეარის სცენაზე
15.04.2016  


საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეორე ეროვნული კონკურსი
15.04.2016  


მოძრავი ფილარმონიის ღია კონცერტები დიდუბე-ჩუღურეთის მოსახლებისთვის
11.04.2016  


დღეს თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი იხსნება
31.03.2016  

1 2 3
    მთავარი  |   ჩვენს შესახებ  |   პროექტები  |   სიახლე  |   გალერეა  |   პრესა  |   კონტაქტი © 2014 ყველა უფლება დაცულია
    Created by DAVIDRIKI