კონტაქტი საიტის რუქა
ENG
  თბილისის კულტურული
ღონისძიებების ცენტრი
მთავარი ჩვენს შესახებ პროექტები სიახლე გალერეა მედია კონტაქტი
დღესასწაულები
საიუბილეო დღესასწაულები
ფესტივალები და კონკურსები
თავისუფალი თეატრალური პროექტები
სხვადასხვა



სხვადასხვა

Popiashvili Gvaberidze Window Project


თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და 
სილქ როუდ ჯგუფის” მხარდაჭერით, პირველად თბილისში ინოვაციური პროექტის - ვიტრინის ფორმატში საგამოფენო გალერეის წარმოდგენა იგეგმება. პროექტის Popiashvili Gvaberidze Window Project - ავტორები არიან ირინა პოპიაშვილი და თამარ ღვაბერიძე.

 

საჯარო ხელოვნებისა და დიზაინის საგამოფენო სივრცე, თბილისის ე.წ. მელიკ აზარიანცის სახლში, რუსთაველის გამზირის №37-ში, ერთ-ერთ ვიტრინაში მდებარეობს.

 

ეს სივრცე გათვლილია ნებისმიერ თბილისელზე ან ტურისტზე, ფეხით მოსიარულეზე თუ ავტოტრანსპორტით მგზავრ ადამიანზე. მას ყველა დაინახავს, თუმცა აღქმის წერტილი განსხვავებული იქნება ყველასათვის. ვიტრინა-გალერეა ითავსებს საჯარო ხელოვნების წარმოდგენის ფუნქციას. ვიტრინა-გალერეის პროგრამა წარმოადგენსროგორც ახალგაზრდა ქართველ ხელოვანებს, რომელთა სახელები და ნამუშევრები უცნობია ფართო საზოგადოებისთვის, ასევე უცხოელ არტისტებს.  ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებას და ქალაქის სტუმრებს ახალი ვიზუალური მასალა შევთავაზოთ და დავაინტერესოთ თანამედროვე ხელოვნების ახალი ფორმებით და სახეებით. ამ მხრივ, ვიტრინა საგანმანათლებლო დატვირთვასაც იძენს.

 

საზაფხულო-საშემოდგომო პროგრამის თანადამფინანსებელია თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

 

პროექტი იხსნება 9 აგვისტოს 18-20 საათამდე.

 

9-16 აგვისტომდე წარმოგიდგენთ პროექტს ანდრო ერაძის “ბუკოვსკი”. თბილისში სეირნობისას ანდრო ერაძემ შეამჩნია, რომ ქალაქში არაფერი ”მისი” არ არის. მან გადაწყვიტა თავისი საყვარელი პოეტების ლექსებიდან ციტატები გაეზიარებინა ქუჩაში გამვლელთათვის. მისი აზრით, ამერიკელი მწერალი და პოეტი ჩარლზ ბუკოვსკი განსაკუთრებით უხდება ჩვენს ქალაქს - ის ცოტა ირონიულია, ცოტა სევდიანი, მაგრამ მაინც იმედიანი და პოზიტიური.

 

20 - 31 აგვისტო - გიორგი ხანიაშვილის ვენერას ხის ქანდაკება და არსენ ბერიაშვილის 90-იანი წლების ეროტიკული ფილმის აფიშები.

 

ყველა გამოფენას თან ახლავს მოკლე ტექსტი, რომელიც პროექტის მონაწილეების /ავტორების ინფორმაციის გარდა ნამუშევრის აღწერას და პროექტის ისტორიას გადმოსცემს.

 

 

 

Popiashvili Gvaberidze Window Project ირინა პოპიაშვილის და თამუნა ღვაბერიძის ერთობლივი პროექტია. ირინა პოპიაშვილი ნიუ იორკის ნიუმან-პოპიაშვილის გალერეის დამაარსებელი და დამოუკიდებელი კურატორია, ხოლო თამუნა ღვაბერიძე მარკეტინგის სპეციალისტია და თანამშრომლობს ინტერიერის და პროდუქტის დიზაინის სტუდია Rooms-თან.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის და/ან ფოტოებისთვის დაუკავშირდით ელექტრონული ფოსტით npgallery@gmail.com; საკონტაქტო ტელ.: 599 33 11 57

- See more at: http://tbilisiculture.com/index.php?pg=nw&id=600#sthash.Smp1FonP.dpuf
წინა შემდეგი
სიაში დაბრუნება
 
 
    მთავარი  |   ჩვენს შესახებ  |   პროექტები  |   სიახლე  |   გალერეა  |   პრესა  |   კონტაქტი © 2014 ყველა უფლება დაცულია
    Created by DAVIDRIKI